მოკლულ იქნა თურქმენულუი ფრონტის უფლებამოსილი

მოკლულ იქნა ერაყის თურქმენულუი ფრონტის სამხედრო განყოფილების პასუხისმგებელი ალაადინ აბდულმაკსუტი

880760
მოკლულ იქნა თურქმენულუი ფრონტის უფლებამოსილი

ქერქუქის პოლიციის სამმართველოს პრეს სამსახურის პასუხისმგებელის აფრასაი ქამილის ცნობით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლულ იქნა ერაყის თურქმენულუი ფრონტის სამხედრო განყოფილების პასუხისმგებელი ალაადინ აბდულმაკსუტი.

ქამილის განცხადებით, ვარაუდობენ რომ ინციდენტი არის ტერორისტული თავდასხმა.

რეგიონის მოწმეთა ჩვენებით, თავდამსხმელებმა თავიანთი მანქანიდან მოახდინეს ავტომატური იარაღებიდან ცეცხლის გახსნა და გაიქცნენ.

თურქეთმა დაგმო ერაყის თურქმენულუი ფრონტის სამხედრო განყოფილების პასუხისმგებელის ალაადინ აბდულმაკსუტის მკვლელი შეიარაღებული თავდასხმა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მწვავედ დაგმო რა თავდასხმა სამძიმარი გამოუცხდა ერაყელ თურქმენებს და მთელ ერაყელ ხალხს. შემდეგ კი აღინიშნა:-„ქერქუქელი ხალხზე, რომლებიც ერაყის მდიდარი მოსახლეობის მოზაიკის მოდელს ქმნიან, მრავალი წლის განმავლობაში განცდილი ტანჯვის უკან მოტოვების პერიოდში განხორციელებულ მუხანათურ თავდასხმას მწვავედ გმობენ. ერაყის უფლებამოსილებს მოვუწოდებთ ქალაქის ყველა ელემენტის მშვიდობის, კეთილდღეობის და უსაფრთხოებისთვის გაატარონ ყველანაირი საჭირო ზომები.  ველოდებით უმოკლეს დროში სამართალდამცავების წინაშე წარდგენას ქერქუქში ჯერ ისევ ტერორისტების თვითმყოფადობის მაჩვენებელი თავდასხმის მომწყობების“.



მსგავსი ინფორმაციები