ჰასან როჰანი მოსახლეობას მოუწოდებს
ჰასან როჰანი მოსახლეობას მოუწოდებს
ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ქვეყნის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გასული კვირის ხუთშაბათ დღეს ირანში დაწყებული აქციების შემდეგ, როჰანიმ პირველად გააკეთა განცხადება რა, მოსახლეობას მოუწოდა, რომ მათი ქვეყანა და რეგიონი მგრძნობიარე პერიოდს გადის, ამიტომ ყოველგვარი პროვოკაციისგან თავი შეიკავონ. მან ისიც აღნიშნა, რომ მოსახლეობას გაკრიტიკების და გაპროტესტების უფლება გააჩნია, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ქვეყანას და მოსახლეობას სიკეთე მოუტანოს და არა ზიანი. „აქციის მონაწილეებმა ქვეყნის უცხოელი მტრების ხელში გადაცემას არ უნდა შეუწყონ ხელი. ჩვენი ქვეყანა და რეგიონი მგრძნობიარე პერიოდს გადის, ამიტომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს და მთელს მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. მთავრობა და მოსახლეობა ერთიმეორეს გვერდით უნდა ამოუდგეს. მოსახლეობის კრიტიკა მხოლოდ ეკონომიკას არ მოიცავს, არამედ კორუფციას და გამჭვირვალობასაც. მთავრობა აგრძელებს დასაქმების პოლიტიკის განხორციელებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მოსახლეობას უნდა შეეძლოს მთავრობის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წვდომა. ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს მაგრამ როგორ?“ განაცხადა როჰანიმ.
მსგავსი ინფორმაციები
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო