ლავროვის თქმით სირიაში მთავარი ბრძოლები დასრულდა

დეაში ვეღარ შესძლებს წელში გასწორებას

876962
ლავროვის თქმით სირიაში მთავარი ბრძოლები დასრულდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სირიის ოპოზიციური მოძრაობის, "სირიის ხვალინდელი დღის" ლიდერს, აჰმეტ კარბას შეხვდა და მასთან საუბარში თქვა, რომ ხელთ აქვთ მტკიცებულებები, რომლებშიც დასტურდება უცხო ქვეყნების მხრიდან ელ ნუსრასათვის (ფეტიჰ ელ შამი) გაწეული დახმარებები.  

"ელ ნუსრა დახმარებას იღებს უცხო ქვეყნებიდან და ამიტომ აგრძელებს წინააღმდეგობას. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, სირიის სამთავრობო ძალებისა და მოკავშირეების დახმარებით დავამარცხოთ ელ ნუსრას ორგანიზაციაც “- განაცხადა მან.

ლავროვმა DEAŞ-ის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციამ უდიდესი დარტყმები მიიღო რა, ვეღარ შესძლებენ წელში გასწორებას და დაქსაქსული დაჯგუფებების ახლიდან გაერთიანებას, ამიტომ  სირიის მთავარი ბრძოლები დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

მისივე თქმით სოჭში დაგეგმილ სირიის ეროვნულ კონგრესზე სირიის უცხოეთში მოქმედ ოპოზიციურ წარმომადგენლებსაც მიიწვევენ



მსგავსი ინფორმაციები