პალესტინაშია იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი

მაჰმუდ აბბასმა, რამალლაჰის სახელმწიფო რეზიდენციაში მიიღო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი

875908
პალესტინაშია იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი

პალესტინაში იმყოფება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი

პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბბასმა, რამალლაჰის სახელმწიფო რეზიდენციაში მიიღო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კანო და მისი თანმხლები წარმომადგენლები. პალესტინის საინფორმაციო სააგენტოს WAFA-ს ცნობით, აბბასმა ტანოსთან მიმოიხილა პალესტინასა და რეგიონში განვითარებული ბოლო მოვლენები.

აბბასმა შეაქო იაპონიის მხრიდან, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის პროექტის სასარგებლოდ ხმის გამოყენება, პალესტინის ეკონომიკის და ინსტიტუტების მშენებლობისთვის მხარდაჭერა. 

აბბასმა განაცხადა, რომ პალესტინის ხელისუფლებას სურს იაპონიასთან თანამშრომლობის გაძლიერება. ტარომ კი, განაცხადა, რომ მხარი დაუჭირეს ორ სახელმწიფოიან გადაწყვეტილებას დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესს და გააგრძელებენ პალესტინელი ხალხისთვის  ეკონომიკურ მხარდაჭერას.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პალესტინის, ისრაელის, იორდანიის, ომანის და თურქეთის მომცველი ტური აღმოსავლეთში, დაიწყო ექვსი დღის წინ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა, 6 დეკემბერს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე სცნო იერუსალიმი „ისრაელის დედაქალაქად“ და გასცა ამერიკის საელჩოს ტელ-ავივში გადატანის განკარგულება. თურქეთის ინიციატივით მომზადებული და ტრამპის იერუსალიმის გადაწყვეტილების გამკრიტიკებელი კანონ-პროექტი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, აშშ-ის მუქარის მიუხედავად, მიღებულ იქნა ცხრის წინააღმდეგ 128 ხმით. 35-მა სახელმწიფომ კი დაიკავა ნეიტრალური პოზიცია.



მსგავსი ინფორმაციები