სააპელაციო სასამართლოზე ბომბიანი თავდასხმა განხორციელდა
თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია
873697
საბერძნეთიდან მიღებული ცნობებით, დედაქალაქ ათენში მდებარე სააპელაციო სასამართლოზე ბომბიანი თავდასხმა განხორციელდა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ათენის ლუკარეოს ქუჩაზე მდებარე სააპელაციო სასამართლოს შენობის შესასვლელში ჩამონტაჟებული ბომბი ადგილობრივი დროით დაახლოებით 03.30 საათზე აფეთქდა, მას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ, აფეთქებამ სასამართლოს შენობასაც და მის მიმდებარე ნაგებობებსაც მატერიალური ზიანი მიაყენა.
საბერძნეთის მედია იტყობინება, რომ აფეთქების დაწყებამდე უცნობმა პირმა გაზეთ "ეფირემიდა სინტაკტონს" ტელეფონით დაურეკა და თქვა, რომ 35 წუთში ბომბი აფეთქდებოდა, რის კვალდაკვალ პოლიციამ უსაფრთხოების ზომები მიიღო.
ჯერ ჯერობით ამ თავდასხმაზე არავინ აიღო პასუხისმგებლობა