ციპრასმა ერდოღანის პრეტენზია გაამართლა

“მუფტი არ უნდა დაინიშნოს, იგი მრევლმა უნდა აირჩიოს“

869652
ციპრასმა ერდოღანის პრეტენზია გაამართლა

ბრიუსელში დასრულებული ევროკავშირის ლიდერების მორიგი სამიტის შემდეგ საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა აქვე პრეს კონფერენცია მოაწყო და შეეხო რა საბერძნეთის დასავლეთ თრაკიის რეგიონში მცხოვრები თურქების პრობლემებს, თქვა, რომ ერთ ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა მუფტის მთავრობის მხრიდან დანიშვნაა, რის შესახებაც ერდოღანმა პრეტენზია გამოთქვა ათენში ვიზიტის დროს.

"მუფტის პრობლემა მართლაც არსებობს, რადგან, მას არა თვით მუსლიმანური მრევლი ირჩევს, არამედ მთავრობის მხრიდან ინიშნება. ეს კი არავითარ სარგებლობას არ აძლევს საბერძნეთს და აქაური მუსლიმანებიც უზრუნველად ვერ გრძნობენ თავს. ამიტომ, ეს საკითხი პირდაპირ უნდა იქნას განხილული საბერძნეთში მცხოვრები მუსლიმანების მიერ, ასე რომ, ეს პრობლემა უმოკლეს დროში უნდა მოგვარდეს, თანაც ისეთი სამართლებრივი საფუძველი უნდა შეექმნას, რომ იგი სამუდამო კანონის სახით დარჩეს და მუფტი არა დაინიშნოს, არამედ მრევლის მხრიდან იქნას არჩეული", განაცხადა ციპრასმა



მსგავსი ინფორმაციები