ინგლისელი დიპლომატი თეირანს სტუმრობს

ჯონსონს აქ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა

865082
ინგლისელი დიპლომატი თეირანს სტუმრობს

თეირანში ოფიციალურ ვიზიტად ჩასული ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი თავისმა ირანელმა კოლეგამ ჯევად ზარიფიმ მიიღო და ადგილობრივი მას-მედიის ცნობით, ძირითადი ყურადღება ბირთვული გარიგების განხორციელების, ორ ქვეყანას შორის საბანკო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების, ასევე აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს დაუთმეს.

ჯონსონი ასევე შეხვდა ირანის პარლამენტის სპიკერს ალი ლარიჯანს და ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივანს ალი შემჰანის.  

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ შეხვედრებთან დაკავშირებით გავრცელებულ  წერილობითი განცხადებაში აღნიშნულია, რომ თეირანში მოლაპარაკებების ფარგლებში განხილული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც, მათ შორის ისეთებიც, როგორიცაა  იემენში შექმნილი ვითარება და სამოქალაქო ომით გაწამებული ამ ქვეყნის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფის საკითხი.

ჯონსონმა კი აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2011 წლიდან დაიწყო და ზოგიერთ საკითხებში განსხვავებული პოზიციების  მიუხედავად იგი კარგად და ნორმალურად ვითარდება



მსგავსი ინფორმაციები