თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი ტერორისტი შესაძლოა ჩატაევი იყოს

გომელაურის განცხადებით, თბილისში რამდენიმე დრის უკან, დაახლეობით 22 საათიანი ოპერაციის დროს მოკლულ სამ ტერორისტს შორის ერთ-ერთი შესაძლოა ჩეჩენი ახმედ ჩატაევი იგივე „ცალხელა“ იყოს

855377
თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი ტერორისტი შესაძლოა ჩატაევი იყოს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თბილისში რამდენიმე დრის უკან, დაახლეობით 22 საათიანი ოპერაციის დროს მოკლულ სამ ტერორისტს შორის ერთ-ერთი შესაძლოა ჩეჩენი ახმედ ჩატაევი იგივე „ცალხელა“ იყოს.  

გომელაური თბილისში 21-22 ნოემბერს, უსაფრთხოების ძალებსა და ტერორისტებს შორის მომხადარი შეტაკების დროს დაღუპული სპეცრაზმელის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, მოკლულ სამ ტერორისტს შორის ერთ-ერთი შესაძლოა ჩეჩენი წარმოშობის ჩატაევიც იყოს და დაამატა: „ვინაობის დადგენის სამუშაოების შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა იგი (ახმედ ჩატაევი) დაღუპულთა შორის.“   

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გომელაურის განცხადებით, გამოძიება და ვინაობის დადგენის სამუშაოები აშშ-თან ერთად ერთობლივად ტარდება.

ქართული პრესა წერა, რომ 2016 წლის 28 ივნისს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ჩატაევი ოპერაციის დროს იქნა მოკლული.

მეტსახელად „ცალხელა“ ჩატაევი აშშ-ს ტერორისტების სიაშია შეყვანილი.  



მსგავსი ინფორმაციები