საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

848528
საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მახლობლად, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანის დაკარგულად გამოცხადების გამო, ქვეყანაში ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადა. საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული ოპერაციების ცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ ათენის დასავლეთის, კორინთის ყურეში მომხდარი წყალდიდობის შემდეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ქალია. მომხდარის შემდეგ პრემიერმა ციპრასმა საგანგებო სიტუაციების სამმართველოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ წყალდიდობის გამო დაღუპულების პატივსაცემად ქვეყანაში გლოვა გამოაცხადეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მომხდარის გამო შესაბამისი გამოძიება უკვე  დაიწყო. ქვეყანაში გლოვის დღის გამოცხადების შემდეგ, საბერძნეთის პარლამენტმაც დღევანდელი გენერალური სესია გააუქმა.


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #ათენი , #წყალდიდობა

მსგავსი ინფორმაციები