მიწისძვრა ერაყში

მიწისძვრა ერაყში

846019
მიწისძვრა ერაყში

ერაყში მომხდარი 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წინასწარი მონაცემებით, ქალაქ სულეიმანიეში 8, ხოლო ირანში 400 ადამიანი დაიღუპა, 6550-ზე მეტი კი დაშავდა.  აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ერაყ-ირანის საზღვართან ქალაქ, ჰალეფჩედან 32 კილომეტრის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარი მიწისძვრა 7,2 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ბიძგები ბაღდადის, ერბილის და სხვა ქალაქებშიც იგრძნობოდა. სულეიმანიეს დერბენდიჰანის რაიონის გამგებლის, ნასიჰ მელა ჰასანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სულეიმანიეში ოთხი ადამიანი დაიღუპა. ირან-ერაყის საზღვართან ადგილობრივი დროით 00:33 საათზე მეორე მიწისძვრა კიდევ მოხდა, რომლის სიმძლავრეც 4,8 მაგნიტუდას შეადგენდა. სულეიმანიეს პროვინციის ჯანდაცვის დირექტორის მირჰან მუჰამმედის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 50 ადამიანიც დაშავდა.

ირანული საინფორმაციო სააგენტო თასნიმის ცნობით, ქერმანშაჰის კატასტროფების მართვის გენერალურმა დირექტორმა რიზა მაჰმუდიმ განაცხადა, რომ  მიწისძვრის შედეგად რეგიონის მასშტაბით დაღუპულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა, 2504 ადამიანი კი სხვადასხვა საავადმყოფოებში გადიან მკურნალობას.  მეორეს მხრივ ირანის სულიერმა ლიდერმა,  აიათულლაჰ ალი ხამანეიმ მომხდარის შემდეგ სამძიმრის წერილი გაავრცელა და ქვეყნის არმიას და მთავრობას მიწისძვრით დაზარალებულებზე დახმარების ბრძანება გასცა. მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, ჰასან როჰანიც  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად ყველა საშუალების გამოყენება მიმდინარეობს. ქერმანშაჰის პროვინციის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო პროვინციაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ერაყ-ირანის საზღვართან მომხდარი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქებიდან დიარბაქირში, შირნაქში, ვანში, მარდინში და მუშშიც იგრძნობოდა. მეორეს მხრივ დიარბაქირიდან 30 კაციანი სამაშველო ეკიპაჟი უკვე გაიგზავნა რეგიონში. ასევე თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ, საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების სამმართველომაც მომხდარის შემდეგ შესაბამისი სამუშაოები დაიწყეს. თურქეთის ქალაქ ადანიდან რეგიონში 10 ტრაილერით დახმარების პროდუქტი უკვე გაიგზავნა. საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების სამმართველომ 560 კარავი, 2000 საწოლი, 1100 გამათბობელი და სხვა საშუალებები რეგიონში გასაგზავნად უკვე მოამზადა. მომხდარს  თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ჰაბურის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოყვანილი დაშავებულების საავადმყოფოებში გადასაყვანად  სკორსკის ტიპის ვერტმფრენები მზად ყოფნაში არიან.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #ირანი , #მიწისძვრა

მსგავსი ინფორმაციები