ირანმა გახსნა სასაზღვრო კარი

ერაყის ქურთულ რეგიონულ ადმინისტრაციას და ირანს შორის ბაშმაკის სასაზღვრო კარი, კომერციული ტრანზიტისთვის ხელახლა გაიხსნა

834098
ირანმა გახსნა სასაზღვრო კარი

ერაყის ქურთულ რეგიონულ ადმინისტრაციას და ირანს შორის ბაშმაკის სასაზღვრო კარი, კომერციული ტრანზიტისთვის ხელახლა გაიხსნა.

სულეიმანიეს სავაჭრო პალატის უფროსის სირვან მუჰამედის განცხადებით, 10 დღის წინ გადაკეტილი ბაშმაკის სასაზღვრო კარი, ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის  შედეგად, ხელახლა გაიხსნა. მუჰამედის განცხადებით ხსენებულ რეგიონში მეორე სასაზღვრო კარია ფერვაზჰანი, რომლის უმოკლეს დროში გახსნის შესახებაც უკვე მიღებულ იქნა  გადაწყვეტილება.

ირანმა, ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, 15 ოქტომბერს, ყველანაირი კომერციული ტრანზიტისთვის გადაკეტა, ერაყის ქურთულ რეგიონში შესასვლელი, ერბილის პროვინციის ჰაჯი ომერენის და სულეიმანიეს ფერვეზჰანის და ბაშმაკის სასაზღვრო კარები.



მსგავსი ინფორმაციები