ჰარირიმ რუჰანი გააკრიტიკა
ლიბანის მისამართით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია
833290
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ სოციალური ქსელით გავრცელებულ მესიჯში ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის მხრიდან სატელევიზიო პროგრამაში ლიბანის მისამართით გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა და მათ მიუღებელი უწოდა. რუჰანიმ ორშაბათს, დილის სატელევიზიო გადაცემაში გამოსვლისას თქვა, რომ ირანის როლი და გავლენა რეგიონში დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე წარსულში და ამიტომ ირანის პოზიციის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია გადამწყვეტი დადგენილება იქნას მიღებული ერაყში, სირიაში, ლიბანსა და სპარსეთის ყურეში. მეორეს მხრივ, რუჰანიმ რამდენიმე ხნის წინ ლიბანი გააფრთხილა შიდა პოლიტიკური დაყოფის საფრთხის შესახებ. წლებია რაც დებატები მიმდინარეობს ირანის მხრიდან ჰიზბულახის ხელით ლიბანის შიდა პოლიტიკაში ჩარევის თაობაზე