გაეროს უს დღეს სირიის საკითხს განიხილავს

სხდომაზე ქიმიური თავდასხმების გამოძიების გაფართოების დადგენილებას კენჭი ეყრება

833066
გაეროს უს დღეს სირიის საკითხს განიხილავს

გაეროს უშიშროების საბჭო დღევანდელ სხდომაზე სირიის საკითხს განიხილავს და მის ფარგლებში ქიმიური თავდასხმების გამოძიების გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილ დადგენილებებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

აქედან გამომდინარე სირიაში ქიმიური იარაღის თავდასხმების გამომკვლევ კომისიას კიდევ ერთი წლით გაუგრძელებენ მისიას და შესაბამისი დადგენილების კენჭისყრის დროს შეიძლება რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენოს, რადგან, მან კენჭისყრამდე, მიმდინარე წლის 4 აპრილს, ჰან სეიჰუნში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის კვლევის ანგარიშის გამოქვეყნება მოითხოვა, როცა გაერო ხსენებული ანგარიშის გამოქვეყნებას 26 ოქტომბრისათვის აპირებს.

ჰან სეიჰუნზე თავდასხმაში ამერიკამ ესადის რეჟიმი დაადანაშაულა და მის საპასუხოდ 7 აპრილს შაირათის საჰაერო სამხედრო ბაზა დაბომბა



მსგავსი ინფორმაციები