ლავროვი აცხადებს, რომ სირიაში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია მალე დასრულდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიაში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია მალე დასრულდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიაში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია მალე დასრულდება.
ლავროვმა, რუსეთში ჩასულ გაეროს სირიის სპეციალურ წარმომადგენელ სტეფან დე მისტურასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა: „სირიაში არსებული ვითარება, ტერორიზმთან ბრძოლაში საბოლოო წარმატების მიღწევის კუთხით, ბოლო ეტაპს მიუახლოვდა.“
რუსი მინისტის თქმით, ტერორგანიზაციების DEAŞ-ისა და ელ ნუსრას წინააღმდეგ მებრძოლი ყველა მხარის მცდელობით ტერორისტების დამარცხება შესაძლებელია და დაამატა: „ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უახლოს მომავლში დასრულდება.“
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ სირიის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესის გააქტიურებას მხარს უჭერენ.
მსგავსი ინფორმაციები
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო