თბილისში თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული შტაბების მეთაურთა სამმხრივი შეხვედრა ჩატარდა

ჰულუსი აქარი საქართველოს დედაქალაქ თბილისში თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული შტაბების მეთაურთა სამმხრივ შეხვედრას დაესწრო

828861
თბილისში თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული შტაბების მეთაურთა სამმხრივი შეხვედრა ჩატარდა

გაერთიანებული შტაბის მეთაური ჰულუსი აქარი, საქართველოს დედაქალაქ თბილისში თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული შტაბების მეთაურთა სამმხრივ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი ზაქირ ჰასანოვი და საქართველოს გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრესისათვის დახურულ შეხვედრაზე თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სამხედრო და თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობის გაფართობის საკითხი, რეგიონალური მოვლენები, ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამ ქვეყანას შორის ერთობლივი თავდაცვის პროექტები განიხილეს.

დაახლოებით სამ საათიანი შეხვედრის შემდეგ არმიის გენერალმა აქარმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰასანოვმა და გენერალ-მაიორმა ჩაჩიბაიამ ხელი მოაწერეს შეხვედრის ოქმს.

გაერთიანებული შტაბის მეთაური, არმიის გენერალი აქარი, საქართველოს გაერთიანებული შტაბის მეთაურ გენერალ-მაიორ ჩაჩიბაიასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.



მსგავსი ინფორმაციები