ერაყის არმია კირკუკში

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა, კირკუკში სამხედრო ბაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ასაღებად მოქმედება დაიწყო

827421
ერაყის არმია კირკუკში

 

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა, კირკუკში სამხედრო ბაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ასაღებად მოქმედება დაიწყო.

ერაყის პრემიერმა ჰაიდარ ალ იბადიმ, შეიარაღებულ ძალებს კირკუკში ყველა კომპონენტის უსაფრთხოების დაცვის მითითება მისცა.  

სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „პრემიერმა ჰაიდარ ალ იბადიმ, შეიარაღებულ ძალებს კირკუკში ყველა კომპონენტის უსაფრთხოების დაცვის მითითება მისცა.“

იბადიმ, კირკუკში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქალაქის მოსახლეობას და ფეშმერგეებს თანამშრომლობა სთხოვა.  

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ტერორთან ბრძოლის ძალებმა, მეცხრე ბრიგადამ და ფედერალურმა პოლიციამ, კირკუკში შეტაკების გარეშე დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი და იბადის თქმით, „ერთობლივი ოპერაციების სარდლობის ქვეშ მყოფი ჰაშდი შაბი, შეიარაღებულ ძალებს კირკუკის გარეთ უწევს მხარდაჭერას.“

სახელმწიფო ტელევიზიის ეკრანის მარჯვენა კუთხეში განთავსებული იქნა წარწერა „ჩვენი მიზანია კირკუკის მოსახელობის კეთილდღეობა.“

ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის უსაფრთხოების სააგენტოს „ტვიტერი“-ს ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყულმა ძალებმა და ჰაშდი შაბიმ კირკუკის სამხრეთში მდებარე ტაზეჰურმატუდან მოქმედება დაიწყეს.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული ძალების მიზანია ქალაქ კირკუკში შესვლა და ფეშმერგეს კონტროლის ქვეშ მყოფი „K1 სამხედრო ბაზის“ და ნავთობის ჭაბურღილების აღება.

ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობამ კი კირკუკში მყოფი შეიარაღებული ჯგუფები გააფრთხილა ცეცხლი არ გაუხსნას ცენტრალური ხელისუფლების ძალებს.

ფეშმერგეს სარდლებიდან პოლკოვნიკი სალარ ტეიმური კი აღნიშნავს, რომ ტაზეჰურმატუს დაბის ახლოს ერაყის არმიამ და ჰაშდი შაბიმ, მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა და სროლები ისევ გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #კირკუკი

მსგავსი ინფორმაციები