ირანს ბირთვული შეთანხმების გაუქმება არ სურს

ირანს ბირთვული შეთანხმების გაუქმება არ სურს

824500
ირანს ბირთვული შეთანხმების გაუქმება არ სურს

ირანის, ატომური ენერგიის სამმართველოს უფროსმა,  ალი ექბერ სალიჰიმ განაცხადა, რომ 2015 წელს გაეროსა და P5+1-ის ჯგუფის სახელმწიფოებს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმების გაუქმება არ სურთ. სალიჰიმ ამის შესახებ, იტალიის დედაქალაქ რომაში,  ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობის მე-60 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე ბირთვული შეთანხმების და აშშ-ს მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეაფასა. „აშშ-ს მხრიდან გარიგებიდან გასვლა,  ირანის სახელმწიფო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამ გარიგების გაუქმება, ამერიკისადმი საერთაშორისო პლატფორმაზე ნდობის საკითხსაც შეასუსტებს. ვიმედოვნებთ, რომ ისნი გონივრულად მოიქცევიან და პერიოდულ დაძაბულობებს გადავლახავთ. ჩვენ გარიგების გაუქმება არ გვსურს“,  განაცხადა ალი ექბერ სალიჰიმ. გუშინ დაწყებული ატომური ენერგიის თანამეგობრობის კონფერენციაზე, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, იუკია ამანო და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიც გამოვიდნენ  სიტყვით რა,  ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.



მსგავსი ინფორმაციები