თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ბათუმში იდლიბის ოპერაცია შეაფასა

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ბათუმში იდლიბის ოპერაცია შეაფასა

824142
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა  ბათუმში იდლიბის ოპერაცია შეაფასა

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ნურეთთინ ჯანიკლიმ განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები, სირიაში მანამ დარჩებიან  სანამ ამ კუთხიდან თურქეთისადმი მუქარის საშიშროება ბოლომდე არ აღმოიფხვრება. ჯანიქლი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე დასასწრებად, გუშინ საღამოს,  საქართველოს ქალაქ ბათუმში ჩავიდა. მან დღეს, ბათუმში ერთ-ერთი  სკოლის მონახულების დროს იდლიბის ოპერაცია შეაფასა და განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ქალაქ იდლიბში, „თავისუფალი სირიის არმიას“ მხარს უჭერენ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ტერიტორიებს იცავენ და  თურქი ჯარები იქ, თურქეთისადმი საშიშროების  ბოლომდე აღმოფხვრამდე დარჩებიან.



მსგავსი ინფორმაციები