პასუხისმგებლების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიღებული იქნება

პასუხისმგებლების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიღებული იქნება

814118
პასუხისმგებლების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიღებული იქნება

ერაყის პრემიერმინისტრმა, ჰაიდარ ელ-იბადიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ  ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ტერიტორიაზე  არაკანონიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები აუცილებლად მიღებული იქნება. მან ამის შესახებ, ბაღდადში,  „ერთობლივი ოპერაციების სარდლობის“ მონახულების დროს განაცხადა. „რეფერენდუმის გამართვა დიდი რისკი იყო. იგი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად მაინც ჩატარდა. არაკონსტიტუციურია და მას ჩვენ არასდროს ვაღიარებთ. რეფერენდუმი ყოველგვარი საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ჩატარდა. მის შედეგებს ჩვენ არასდროს განვიხილავთ და არც მის ლეგალურობას ვაღიარებთ. ამ რეფერენდუმმა, კონფესიებს  და ეთნიკური წარმომავლობის ხალხებს შორის ახალი ზიზღის გრძნობა შეიძლება გააღვივოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ქურთი ხალხის უსაფრთხოებას მაინც დავიცავთ, მაგრამ საკითხში პასუხისმგებელი პირებისთვისაც შესაბამის ზომებს მივიღებთ,“ განაცხადა იბადიმ.



მსგავსი ინფორმაციები