ქირქუქმა რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიიღო

ქალაქში კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული

814204
ქირქუქმა რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიიღო

სანამ ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ ავტონომიაში რეფერენდუმი მიმდინარეობდა, მანამ ქალაქ ქირქუქის გუბერნატორმა ამ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა, რათა აეცილებინათ გაუთვალისწინებელი ინციდენტები და უსიამოვნო მოვლენები.

მის ფარგლებში გუშინ, საღამოს 17:00 საათიდან დაწყებული დღეს დილამდე, ავტომანქანებსაც აკრძალული ჰქონდათ ქუჩებში გამოსვლა.

ქირქუქის მოსახლეობის უმრავლესობას თურქმენები წარმოადგენენ და ადგილობრივ არაბებთან ერთად მათაც უარი თქვეს რეფერენდუმში მონაწილეობაზე.

ამ არალეგიტიმური რეფერენდუმის ქირქუქშიც ჩატარების მცდელობას უარყოფითი რეაქციით შეხვდა გაეროც. მისი სამდივნოდან გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ სადავო რეგიონებში, განსაკუთრებით კი ქირქუქში რეფერენდუმის მოწყობა, დესტაბილიზაციას გამოიწვევს.   



მსგავსი ინფორმაციები