ტერორისტებმა სირიაში რუსი გენერალ-ლეიტენანტი მოკლეს

იგი ესადის რეჟიმის სამხედრო მრჩეველს წარმოადგენდა

813888
ტერორისტებმა სირიაში რუსი გენერალ-ლეიტენანტი მოკლეს

სირიაში რუსეთის უმაღლესი დონის სამხედრო მრჩეველი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი, ქალაქ დეირიზორში, DEAŞ-ის მხრიდან ნასროლი ჭურვების შედეგად დაიღუპა

Russia Today-ის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მე -5 არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ასაპოვი, რომელიც DEAŞ-ის შეტევის დროს ერთ-ერთ საველე შტაბში იმყოფებოდა, ნაღმის ჭურვების აფეთქების შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა და შემდეგ დაიღუპა.

ამავე ცნობით რუს გენერალთან ერთად თარჯიმანი და კიდევ 2 პოლკოვნიკი დაიღუპა.

ამ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ სირიაში რუსი გენერალ-ლეიტენანტის მკვლელობის მიზეზი, აშშ-ს ორპირული პოლიტიკის შედეგი გახდა



მსგავსი ინფორმაციები