ერაყის არმია DEAŞ-ს ავიწროებს

ლიკვიდირებულია კიდევ 48 ტერორისტი

810449
ერაყის არმია DEAŞ-ს ავიწროებს

ერაყის არმიის პრეს სამსახური იუწყება, რომ მოსულისა და ელ ანბარის ვილაიეთებში განხორციელებული მორიგი სამხედრო ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ  იქნა ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წევრი 48 ტერორისტი, აქედან 26 მოსულის, 22 კი ელ ანბარის ვილაიეთებში. ამავე ცნობით, ლიკვიდირებულთა შორის არიან უცხოელი ბოევიკებიც და საველე მეთაურებიც. “ოპერაციის დროს განადგურებულ იქნა 4 დანაღმული ავტომანქანა და 443 ასაფეთქებელი, ხოლო ამის პარალელურად ნაღმებისგან გაიწმინდა 75 კმ-იანი ტერიტორია“, აღნიშნულია ერაყის  არმიის პრეს სამსახურის ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები