მუსავი ისრაელს დაემუქრა

“ისრაელს ელვის სისწრაფით გავანადგურებთ“

810029
მუსავი ისრაელს დაემუქრა

ისრაელური გაზეთი Jerusalem Post-ი ირანულ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ ნიუ ორკში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ჩატარებული შეხვედრის წინ ისრაელისადმი მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა ირანის შეიარაღებული ძალების უფროსმა, გენერალ მაიორმა სეიდ აბდულრაჰიმ მუსავიმ და აღნიშნა, რომ ისრაელს ელვის სისწრაფით გაანადგურებენ და მიწასთან გაასწორებენ.

“სიონისტურ რეჟიმს ვაფრთხილებ, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ რაიმე სულელური არაფერი ჩაიდინოს, თორემ, ტელ ავივს და ჰაიფას მიწასთან გავასწორებთ“, განაცხადა მუსავიმ. თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ტრამპმა და ნეთანიაჰუმ  რეგიონში ირანის მავნე ზეგავლენის დაბალანსებაში კონსენსუსს მიაღწიეს



მსგავსი ინფორმაციები