ერაყის ეროვნული უშიშროების საბჭომ ექრმ-ს რეფერენდუმი უარყო

ერაყის ეროვნული უშიშროების საბჭომ ექრმ-ს რეფერენდუმი ანტიკონსტიტუციურობის გამო უარყო

808753
ერაყის ეროვნული უშიშროების საბჭომ ექრმ-ს რეფერენდუმი უარყო

ერაყის ეროვნული უშიშროების საბჭომ, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის 25 სექტემბერს დაგეგმილი დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, ანტიკონსტიტუციურობის გამო უარყო.

ერაყის პრემიერმინისტრის ჰაიდარ ალ იბადის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყის ეროვნული უშიშროების საბჭო დედაქალაქ ბაღდადში იბადის თავმჯდომარეობით შეიკრიბა.  

აქვე ასევე აღნიშნულია: „საბჭომ ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის რეფერენდუმი, ანტიკონსტიტუციურობის გამო უარყო. ეს ამასთანავე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სოციალური კომპონენტების სტრუქტურას საფრხეს უქმნის.“

განცხადებაში მინიშნებულია ერაყის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ხალხის დაცვის წინააღმდეგ პოზიციის და ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის მცდელობების შეჩერების მოვალეობაზე.

საბჭო ამასთანავე ქვეყნის უსაფრთხოების რისკის შექმნის მაგიერ პრობლემების დიალოგის გზით მოგვრების მნიშვნელობას შეეხო.

 


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #რეფერენდუმი

მსგავსი ინფორმაციები