TOKİ, ირანის საზღვარზე უსაფრთხოების კედელს აშენებს
მისი სიგრძე 144 კმ იქნება
786622
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ, მასიური ბინათმშენებლობის (TOKİ) სამმართველოსთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე თურქეთ-ირანის საზღვარზე არალეგალური გადასვლებისა და კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით 144 კმ სიგრძის სასაზღვრო კედლის მშენებლობა დაიწყო. ეს მშენებლობა მოიცავს აღრისა და იგდირის რეგიონებს და იგი 5 ეტაპად განხორციელდება რა, პირველი ეტაპის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება. ამ უსაფრთხოების კედლის გასწვრივ “უსაფრთხოების“ გზაც გაშენდება და 15 ადგილას საპატრულო, ტყვია გაუმტარი მინების კარიბჭეებიც იქნება