ტელაფერის ოპერაციის მზადება დასრულებულია

ტელაფერის ოპერაციის მზადება დასრულებულია

784848
ტელაფერის ოპერაციის მზადება დასრულებულია

ერაყის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ტელაფერის, სადაც უმრავლესობა თურქმენები ცხოვრობენ, დეაშის კონტროლისგან გასათავისუფლებელი ოპერაციის მზადება დაასრულეს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებში ნათქვამია, რომ ტელაფერის ოპერაციაში, შიიტი ჰაშდი შაბის და  ქვეყნის შეიარაღებული ძალების კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავებიც, მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც  დეაშელების სამიზნეებზე საჰაერო იერიშებს მიიტანენ.  ერაყის პარლამენტის თავჯდომარემ, სელიმ ელ-ჯიბურიმ, აშშ-ს  ერაყის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათი ქვეყნის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილების დეაშისგან გასათავისუფლებლად საერთაშორისო კოალიციას უფრო მეტი კოორდინაცია სჭირდება. ტელაფერის ოპერაციასთან დაკავშირებით ერაყის პრემიერმინისტრმა, ჰაიდარ ელ-იბადიმაც დედაქალაქ ბაღდადში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოპერაციისათვის სამხედრო სამზადისი დასრულებულია. ტერ ორგანიზაცია დეაშმა ტელაფერი, სადაც უმრავლესობა თურქმენები ცხოვრობენ, 2014 წლის 16 ივნისიდან აკონტროლებს.



მსგავსი ინფორმაციები