თეირანში სამხედროს მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 4 სამხედრო დაიღუპა
ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო ძალების სარდლობის პოლიგონზე, სამხედროს მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 4 სამხედრო დაიღუპა
ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო ძალების სარდლობის პოლიგონზე, სამხედროს მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 4 სამხედრო, მათ შორის 1 მაირო, დაიღუპა, 8 კი დაიჭრა.
ირანის არმიის ინტერნეტ გვერდის AJA-ს ინფორმაციით, კერიზეკის პოლიგონზე ერთი სამხედროს მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 4 სამხედრო დაიღუპა, 8 კი დაიჭრა.
ვარაუდობენ, რომ ან სამხედროს ნერვიული შემოტევა ჰქონდა, ან იარაღი კონტროლიდან გამოვიდა.
ამავდროულად, საინფორმაციო სააგენტო „მეჰრ“-თან საუბრისას კერიზეკის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ მუჰამედ ჰაშიმიმ კი აღნიშნა, რომ ფაქტი სისტან-ბელუჩისტანელი სამხედროს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოხდა და დაღუპულებიდან ერთი მაიორია.
ირანში გასულ თვეში კაზვინის პროვინციაში მდებარე აბიკის სამხედრო ზონაში ასევ ერთი სამხედროდ მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.
მსგავსი ინფორმაციები
ჰაკურკის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 12 წევრი გაანეიტრალეს
ჰაკურკის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 12 წევრი გაანეიტრალეს