აქინჩიმ კვიპროსის ბოლო შეხვედრა შეაფასა

“პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზი არა გაეროა, არამედ, ბერძნების ეგოისტური აზროვნებაა“

779142
აქინჩიმ კვიპროსის ბოლო შეხვედრა შეაფასა

როგორც განაცხადა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჩიმ, კუნძულის პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზი არა გაეროს დამოკიდებულებაა, არამედ, სამხრეთ კვიპროსის ეგოისტური აზროვნება.

“ჩვენ დიდი და მრავალი მცდელობა გამოვიჩინეთ ამ თვის დასაწყისში შვეიცარიის ქალაქ გრას მონტანაში ჩატარებულ კვიპროსის კონფერენციაზე, რათა რაიმე შეთანხმებისათვის მიგვეღწია, მაგრამ, ყველა ჯერზე კვიპროსის ბერძნულმა მხარემ და მისმა ლიდერმა ნიკოს ანასტასიადისმა ფეხები აითრიეს და ამიტომ ეს კონფერენციაც ლოგიკურად დასრულდა, კვლავ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ“, განაცხადა აქინჩიმ.

მისივე თქმით ბერძნულმა მხარემ კვლავ ადრინდელივით იმოქმედა და ჩაშალა რა მოლაპარაკებები, შეეცადა წარუმატებლობა ისევ თურქული მხარისათვის გადაებრალებინა.

“მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურქული მხარე გააგრძელებს ბალანსირებულ პოლიტიკას და მის ფარგლებში პრობლემის ისეთი გზით მოგვარებას, რომლითაც კვიპროსზე მცხოვრები ორივე ხალხი ერთ ჭერქვეშ მცხოვრები თანასწორუფლებიანი სუბიექტები იქნებიან“, აღნიშნა აქინჩიმ და დაამატა, რომ მომავალ შეხვედრებზე უკვე ჩქარ გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებენ



მსგავსი ინფორმაციები