რუსეთ-სომხეთ შორის ერთობლივი სამხედრო დაჯგუფება შეიქმნება

რუსეთ-სომხეთ შორის ერთობლივი სამხედრო დაჯგუფება შეიქმნება

778893
რუსეთ-სომხეთ შორის ერთობლივი  სამხედრო დაჯგუფება შეიქმნება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთთან ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 2016 წლის 30 ნოემბერს მოსკოვში, ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების ჩამოყალიბების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული შეთანხმება ადრე რუსეთის პარლამენტის ზედა ფრთის, ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.  აღნიშნული შეთანხმების მიზანი, კავკასიის რეგიონში რუსეთის ან  სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი სახის თავდასხმის ერთი ცენტრიდან აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი ინფორმაციები