თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 29/ 2017

კვიპროსის მოლაპარაკებები

775044
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 29/ 2017

              თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 29/ 2017

                     კვიპროსის მოლაპარაკებები            

        შვეიცარიის ქალაქ კრანს-მონტანაში მიმდინარე კვიპროსის მოლაპარაკებები დასრულდა ყოველგვარი დადებითი შედეგის გარეშე.

დღევანდელ პროგრამაში გავაანალიზებთ კვიპროსის მოლაპარაკებებს და მის ზეგავლენას რეგიონზე.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

კვიპროსის საკითხი წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ იმ პრობლემათაგანს, რომლის გადაწყვეტაც ვერ ხერხდება კარგა ხნის მანძილზე. ხმელთაშუა ზღვის ცენტრში მდებარე ეს სტრატეგიული კუნძული, როგორც გლობალური საკითხი, უკანასკნელ ხანებში კვლავ მსოფლიო მასმედიის დღის წესრიგში ჩადგა. სინამდვილეში, ახლო ხანებში საკითხის გადაწყვეტას ძალიან ცოტა აკლდა. როგორც გახსოვთ, 2005 წელში რეფერენდუმზე იქნა გატანილი კოფი ანანის გეგმა.  პროცესი წარუმატებლად დასრულდა. მაშინ, როცა ანანის პროგრამას მხარი დაუჭირა კუნძულის თურქულმა მხარემ, ბერძნებმა უარი განაცხადეს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა ბერძნული მხარე დააჯილდოვა და გაიწევრიანა.

        უკანასკნელად კი, გაეროს გენერალური მდივნის კვიპროსის სპეციალური წარმომადგენლის ესპენ ბარტ ეიდენსის ზედამხედველობის ქვეშ 28 ივნისს, კვიპროსის მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყო.

დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრებზე, წინასწარ მიღებულ კონფიდენციალურობას სრულად შეეგუა თურქეთი, ჩკთრ და ინგლისი, მაგრამ საბერძნეთმა და სამხრეთ კვიპროსმა თურქული მხარის წინადადებების გაზვიადებით მოახდინეს ინფორმაციების პრესაში გაჟონვა. შეეცადნენ თურქული მხარის გაღიზიანებას და წაქეზებას.

კვლავ სამხრეთ კვიპროსმა, კონფერენციის პროცესში, გაეროს კონფიდენციალურად მიღებული  დოკუმენტები და ინფორმაციები, გაყალბებული სახით, გაეროზე და თურქულ მხარეზე ადრე, წარუდგინა საკუთარ პრესას. 

        თურქულმა მხარემ, თავიდანვე თავის კონტროლში მოაქცია ფსიქოლოგიური უპირატესობა. გააკეთა კრიტიკული მანევრები. ყველანაირი კონფიდენციალურობის ფარგლებში, შეთავაზებული წინადადებები გაანდო მხოლოდ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს და მიჰყვა შერიგების სტრატეგიას.

        ახლა უკვე, საზოგადოებას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ მიიღებოდა შეთანხმება, იმიტომ რომ შეხვედრა ჩატარდა არა მხოლოდ კვიპროსის თურქულ და ბერძნულ მხარეს შორის არამედ, გაეროს გენერალური მდივნის ზედამხედველობით შვეიცარიაში, ერთად მოიყარეს თავი 1960 წლის ხელშეკრულებით ისეთმა გარანტიორმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან თურქეთი, საბერძნეთი და ინგლისი. მაგრამ უკანასკნელ მომენტში მოლაპარაკებები ჩაიფუშა  სამხრეთ კვიპროსის ადმინისტრაციის შეუთანხმებლობის გამო.

კვიპროსის საკითხის მოუგვარებლობაში ყველაზე დიდ დაბრკოლებად ითვლება ბერძნული მხარის ჯერ ისევ დაჟინებული ირაციონალური მოთხოვნა:-თურქეთმა ხელი აიღოს გარანტიორობაზე და თავისი ჯარი გაიყვანოს კუნძულიდან.               მაგრამ, კვიპროსში მომხდარი მოვლენების გამოცდილებამ აჩვენა, რომ კუნძულზე თურქების თვითმყოფადობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ თურქეთის გარანტიორობით და კუნძულზე მისი სამხედროების თვითმყოფადობით.  როგორც მოგეხსენებათ, 1974 წელს, კვიპროსში ხელშეკრულებების დარღვევით ეოკას და კვიპროსის ბერძენი სამხედრო სარდლობის ლიდერობით მოხდა ენოსისის მიზნით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, სადაც მავალი თურქი იქნა მოკლული. ამ მოვლენაზე ხმა არ ამოუღია მეორე გარანტიორ სახელმწიფოს ინგლისს.

 გარდა ამისა, თვალწინ არის ევროკავშირის წარუმატებლობა ახლო-მახლო ბოსნიის, კოსოვოს და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. არავითარი ღონისძიება და ჩარევა არ მოუხდენია იქ მომხდარი სამხედრო შეტაკებების და ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად.

წინამდებარე ეტაპში, რასიზმის სულით გამსჭვალული სამხრეთ კვიპროსელი ბერძნების, საერთაშორისო კონიუნქტურაში, შექმნილი ვითარების შესაძლებლობის გამოყენებისთვის ერთად-ერთი სამართლიანი გზა არის თურქეთის გარანტიორობა და კვიპროსში მისი სამხედროების არსებობა.

თუ საერთაშორისო საზოგადოებას სურს კვიპროსში საკითხის გრძელვადიანი სახით გადაწყვეტა,  ამ საკითხში უნდა დაარწმუნოს ბერძნული მხარე.

        კუნძული კვიპროსი მდებარეობს თურქეთის სამხრეთით, თურქეთის საზღვართან მეტად ახლოს. სტრატეგიული მდებარეობით, ტრანსპორტირების თვალსაზრისით და სიმდიდრის მხრივ არის ხმელთაშუა ზღვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ თურქეთი კვიპროსის უფლებებისგან ხელს აიღებს.

მაშინ როცა იზრდება რუსეთის ხმელთაშუა ზღვაში მანევრები, მაშინ როცა მსოფლიო სტრატეგიულ ადგილად მიიჩნევს კუნძულს, არ უნდა ელოდნენ თურქეთის კვიპროსის უფლებებზე ხელის აღებას.  თურქეთის, ლონდონის და ციურიხის ხელშეკრულებებიდან უკან დაწევას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.

        ამ ეტაპზე, კვიპროსის პრობლემის გაეროს პარამეტრების ფარგლებში გადაწყვეტის შესაძლებლობა თითქმის აღარ დარჩა. სასწრაფოდ საჭიროა ყველა აქტივისტებთან შეთანხმებით, ახალი მიზნებისთვის მისაღწევად ახალი ინფრასტრუქტურის წარმოება.

 და შედეგად, თუ არ მოხდება მონაცვლეობითი ხელმძღვანელობის მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულება, სადაც გამოიკვეთება ბი ზონალური, ორი სათვისტომოს მქონე, თანასწორი სტატუსის, პოლიტიკურ თანასწორობას დაფუძნებული ორ შემადგენლობიანი შტატის კუნძული თურქი სამხედროების თვითმყოფადობით, თურქეთის ფაქტობრივი გარანტიის გაგრძელებით, ტერიტორიას და ქონებაზე დათმობაზე წაუსვლელად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს შეხვედრებს.

ამ ეტაპზე უფრო სასარგებლოა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის, რომელიც 34 წელია განაგრძობს თვითმყოფადობას, ცალმხრივი აღიარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა. არც უკანასკნელი შეხვედრების უშედეგოდ დასრულებით დაიქცევა ქვეყანა, თურქები, კვიპროსში როგორც ქვეყნის საპატიო მოქალაქეები იპოვიან ცხოვრების გზას და ამას შესძლებენ კიდეც.  

ეს გახლდათ ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 



მსგავსი ინფორმაციები