ირან-კუვეიტს შორის დაძაბულობა იზრდება

კუვეიტმა 15 ირანელი დიპლომატი გააძევა

774409
ირან-კუვეიტს შორის დაძაბულობა იზრდება

ინგლისური და ფრანგული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ კუვეიტმა თეირანი, მის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მის საფუძველზე ირანის დიპლომატიური კორპუსის შემცირების მიზნით, 15 დიპლომატი კუვეიტიდან გააძევა.  

ირანული საინფორმაციო სააგენტო მეჰრის ცნობით კი, კუვეიტმა ირანი მის ტერიტორიაზე მოქმედი ელ აბდალის სახელწოდების ორგანიზაციასთან კავშირის გამო თეირანში მოქმედი კულტურის ატაშე დახურა.

კუვეიტის ინფორმაციის მინისტრის განცხადებით, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში, მათ ზოგიერთი ნაბიჯების გადადგმის გადაწყვეტილება მიიღეს.

ერთი სხვა კუვეიტური წყაროს ცნობითაც, მათ ერთის მხრივ 15 ირანელი დიპლომატი გააძევეს, ხოლო მეორეს მხრივ თეირანში მოქმედი სამხედრო, სავაჭრო და კულტურის მისიები დახურეს  



მსგავსი ინფორმაციები