თეირანს ვაშინგტონის არ სჯერა

“სირიის საკითხში რუსეთთან გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას“

768309
თეირანს ვაშინგტონის არ სჯერა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს წარმომადგენელი ბეჰრამ კასიმი ყოველდღიურ ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე შეეხო რა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში პუტინსა და ტრამპს შორის სირიის მორატორიუმის საკითხში მიღწეულ შეთანხმებას, თქვა, რომ ამ შეთანხმებას მათი ქვეყნისათვის არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

“ჩვენ არ დაგვივიწყია ამერიკის ძველი ქმედებები ამ რეგიონში, ამიტომაც ფრთხილად და სკეპტიკურად ვუდგებით ამ შეთანხმებასაც. აქედან გამომდინარე კი ირანი არ გახდება ამ შეთანხმების გარანტიორი და ასტანის ხელშეკრულების საფუძველზე სირიის საკითხში რუსეთთან გააგრძელებს ურთიერთანამშრომლობას“, განაცხადა კასიმიმ.

როგორც ცნობილია ჰამბურგში პუტინმა და ტრამპმა შეთანხმებას მიაღწიეს სირიის სამხრეთ დასავლეთში ცეცხლის შეწყვეტის საკითხში



მსგავსი ინფორმაციები