კვიპროსის კონფერენცია კვლავ უშედეგოდ დასრულდა

მომდევნო შეხვედრა აგვისტოს ბოლოს შესდგება

766308
კვიპროსის კონფერენცია კვლავ უშედეგოდ დასრულდა

როგორც განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, 10 დღიანი განხილვების შემდეგ კვლავ უშედეგოდ დასრულდა შვეიცარიის ქალაქ გრანს მონტანაში მიმდინარე კვიპროსის საერთაშორისო კონფერენცია და როგორც პირველი კონფერენციის დროს, რომელიც მიმდინარე წლის 12 იანვარს ჟენევაში ჩატარდა, აქაც, ბერძნული მხარის არა კონსტრუქციული მიდგომის გამო რაიმე წინსვლას ვერ მიაღწიეს.

გუშინ საღამოს, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესიც ჩავიდა გრანს მონტანაში და კონფერენციის ყველა მონაწილესთან შეხვედრა ვახშმის ფორმატში გამართა.

სწორედ ამ ვახშმის დასრულების შემდეგ განაცხადა ჩავუშოღლუმ, რომ შეხვედრებზე რაიმე კონსენსუსი ვერ იქნა მიღებული და ამიტომ მომდევნო შეხვედრას აგვისტოს ბოლოს გამართავენ.

მისივე თქმით, კუნძულის თურქულმა მხარემ და მისმა გარანტიორმა თურქეთმა ყველაფერი გააკეთეს პრობლემის სამართლიანი და სამუდამო მოგვარებისათვის, მაგრამ, ბერძნულმა მხარემ და მისმა გარანტიორმა საბერძნეთმა კვლავ ნეგატიური პოზიცია დაიკავეს რა, არ მიიღეს თურქული მხარის წინადადებები.

“ამ შედეგმა აჩვენა, რომ კვიპროსის პრობლემის მოგვარება გაეროს კეთილი მისიის პარამეტრებში შეუძლებელია და ამიტომ აღარ ღირს რა მასზე დაჟინება, უკვე დადგა დრო სხვა ალტერნატივებზე ფიქრისა“, განაცხადა თურქმა დიპლომატმა და დაამატა, რომ გრანს მონტანას კონფერენციის შესახებ სრულ ინფორმაციას ერდოღანს და ილდირიმს წარუდგენენ და მისი დეტალური განხილვის შემდეგ შესაბამის და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ



მსგავსი ინფორმაციები