აზერბაიჯანმა ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

აზერბაიჯანმა ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

766731
აზერბაიჯანმა ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

აზერბაიჯანმა, მთიან ყარაბაღში არსებული დაძაბულობის გამო ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის  თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: „მტრის მხრიდან ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გადასადგმელი ნებისმიერი ნაბიჯის აღსაკვეთად და შესაბამისი პასუხის გასაცემად შეიარაღებული ძალების ნაწილები საბრძოლო მოქმედებაშია მოყვანილი.“  განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბრძოლო მოქმედებების წესების ფარგლებში, მტრის ის სამიზნეები საიდანაც, მათ სამოქალაქოებს ცეცხლი გაუხსნეს დაიბომბა. მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით არსებული პრობლემის გამო რუსეთის ზედამხედველობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, 2016 წლის აპრილში გაფორმდა, მაგრამ, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.



მსგავსი ინფორმაციები