ტერაქტი იდლიბში
დაიღუპა 7 კაცი
765009
სირიის ქალაქ იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ცნობით, ამ ქალაქის გარეუბან კუნეიტრაში, ყურანის შემსწავლელი კურსების შენობის წინ ბომბით დატვირთული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 7 კაცი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ამავე ცნობით, დაჭრილთაგან ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან. ამ თავდასხმაზე ჯერ ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა და ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა