შვეიცარია კვიპროსის კონფერენციას მასპინძლობს

მასში გარანტიორი ქვეყნებიც იღებენ მონაწილეობას

760598
შვეიცარია კვიპროსის კონფერენციას მასპინძლობს

დღეს შვეიცარიის ქალაქ გრანს მონტანაში კვიპროსის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება და მასში ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის ლიდერების და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ესპენ ბარტ აიდეს გარდა გარანტიორი ქვეყნების, თურქეთის, საბერძნეთის და ინგლისის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენციის დაწყებამდე პრეს კონფერენცია გამართა აიდემ და თქვა, რომ ამჯერად მხარეებს რაიმე ერთობლივ დოკუმენტს არ წარუდგენენ და ეს იქნება კუნძულის პრობლემის საბოლოოდ მოგვარების გზაზე გადადგმული უდიდესი შანსი და ნაბიჯი.

კუნძულის თურქული და ბერძნული მხარეების მთავარი განსახილველი თემები, ქონების, მიწის და საზღვრების, ხელისუფლების მართვის და ძალთა გადანაწილების, უსაფრთხოების და გარანტიორობის საკითხები იქნება.

გრანს მონტანას შეხვედრები ორი სხვადასხვა ჯგუფის უწყვეტი მონაწილეობით ჩატარდება რა, პირველ ჯგუფში თურქული და ბერძნული მხარის წარმომადგენლები იმ 4 საკითხს განიხილავენ, რომლებზეც შეთანხმებებს ვერ აღწევენ.

მეორე ჯგუფში გარანტიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იქნებიან და ამიტომ იგი ხუთი ქვეყნის მონაწილეობით ჩატარდება რა, აქ უმთავრესად უსაფრთხოების და გარანტიორობის საკითხი განიხილება.

გარანტიორი ქვეყნები მასზე საგარეო საქმეთა მინისტრებით წარსდგებიან და თურქეთს მევლუტ ჩავუშოღლუ წარადგენს.

თურქეთი და მისი გარანტიორობის ქვეშ მყოფი ჩრდილოეთ კვიპროსი კუნძულზე თანაბარუფლებიანი ორი სახელმწიფოს შექმნას უჭერენ მხარს, რომელიც ფედერალურ პრინციპებს დაეფუძნება.

კონფერენციის დაწყებამდე კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის ლიდერებმა, მუსტაფა აქინჩიმ და ნიკოს ანასტასიადისმა და ეს შეხვედრა ვახშმის ფორმატში გაიმართა რა, მასში მონაწილეობა მიიღეს ასევე ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოტზიასმა, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ესპენ ბარტ აიდემ.

მანამდის კი თურქმა დიპლომატმა პირისპირი შეხვედრები გამართა ჯერ  თავის ინგლისელ კოლეგა ჯონსონთან და შემდეგ ესპენ აიდესთან       



მსგავსი ინფორმაციები