ხვალ შვეიცარიაში კვიპროსის კონფერენცია გაიმართება

თურქული მხარე ყველას გულწრფელობისკენ მოუწოდებს

760073
ხვალ შვეიცარიაში კვიპროსის კონფერენცია გაიმართება

ხვალ შვეიცარიის ქალაქ გრანს მონტანაში კვიპროსის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით შვეიცარიას გაემგზავრა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერი მუსტაფა აქინჩი.

გამგზავრებამდე მან პრეს კონფერენცია გამართა და თქვა, რომ შვეიცარიაში კეთილსინდისიერი სურვილებით ჩადიან, რათა ბოლო მოეღოს კუნძულის მრავალწლიან პრობლემას.

“თურქული მხარის სურვილია, კვიპროსზე ორი თანაბარუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნას, რომელიც დაფუძნებულ იქნება ფედერალურ პრინციპებს. ამ კონფერენციის მიმართ ფრთხილად ვართ განწყობილნი და მაინც და მაინც დიდ იმედებს არ ვამყარებთ მასზე, რათა მერე გულაცრუებულები არ დავრჩეთ“, განაცხადა აქინჩიმ.

მისივე აზრით მომავალი წლის თებერვლის თვეში კუნძულის ბერძნულ მხარეზე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ბერძნული პოლიტიკური ელიტა უკვე შევიდა რა საარჩევნო ატმოსფეროში, შიში გამოთქვა, რომ ისინი კვიპროსის საკითხს შიდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გამოიყენებენ.

“ყოველ შემთხვევაში ხვალინდელი კონფერენცია ალბათ გადამწყვეტი იქნება და თუ მასში მონაწილე ყველა მხარე ჩვენსავით  გულწრფელობას  და საკითხისადმი რეალურ და კეთილ მიდგომას გამოიჩენს, მაშინ, ვგონებ, რომ ამ კონფერენციაზე დადებით შედეგებს მივაღწევთ“, აღნიშნა აქინჩიმ  



მსგავსი ინფორმაციები