ტერაქტი იდლიბში

ტერაქტი იდლიბში

759525
ტერაქტი იდლიბში

სირიის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ იდლიბში დანაღმული ავტომობილით განხორციელებული აფეთქების შედეგად 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ქალაქ იდლიბის დანას რაიონში, ბეით-ქარმის სახელწოდების რესტორანთან განხორციელებული აფეთქების შედეგად ასევე, 16 ადამიანიც დაშავდა.  რაიონის სამოქალაქო თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულებიდან ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების შედეგად რესტორნის ირგვლივ მყოფ ავტომობილებსაც ხანძარი გაუჩნდა. თავდასხმა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.

 

 



მსგავსი ინფორმაციები