მიხეილ ბოგდანოვი სირიის საკითხში იმედიანად არის განწყობილი

სამმა ქვეყანამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს

758249
მიხეილ ბოგდანოვი სირიის საკითხში იმედიანად არის განწყობილი

როგორც განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა, სამი ქვეყნის, რუსეთის, თურქეთის და ირანის სპეციალისტების მხრიდან წარმოებული მოლაპარაკებების ფარგლებში პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს სირიაში დეესკალაციის ზონების პარამეტრების დეტალებში.

მისივე თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით სამი გარანტიორი ქვეყნის თანხმობით ზოგიერთი დოკუმენტი მომზადდა, რომელსაც დეტალურად განიხილავენ 4-5 ივლისისათვის ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაგეგმილ სირიის შეხვედრაზე და დიდი ალბათობით ამ დოკუმენტებს დაამტკიცებენ კიდეც.

ბოგდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ ასტანის მომავალ შეხვედრაში სირიის ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას  



მსგავსი ინფორმაციები