სისხლიანი ტერაქტები ერაყში
2 აფეთქებას 50-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა
749539
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე და შიიტებისათვის წმინდა ქალაქ ქერბალაში და სოფელ მუსაიბში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
პირველი ტერაქტის დროს თვითმკვლელმა ქალმა ქერბალას ბაზარში აიფეთქა თავი და აქ 30 კაცი დაიღუპა, 35 დაიჭრა.
მეორე ტერაქტი ბაღდადიდან 60 კმ-ის დაშორებით სამხრეთში მდებარე სოფელ მუსაიბში მოხდა და აქ 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამ ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დეაშმა აიღო