„კავკასიის არწივი 2017“ დაიწყო

წვრთნები თბილისი მახლობლად ვაზიანში მიმდინარეობს

746183
„კავკასიის არწივი 2017“ დაიწყო

კავკასიის არწივი წვრთნები   საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანი სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მონაწილეობით  დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამმხრივი წვრთნები, დედაქალაქ თბილისი მახლობლად ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე დაიწყო, რომელზეც სამივე ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებებს გაუზიარებენ.   ისინი წვრთნების დროს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების დროს განსახორციელებელ ქმედებებს შეისწავლიან რა, ასევე  ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალურ ამოცანებს განახორციელებენ. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ტაქტიკის გაცვლითი პროგრამებიც ექნებიან. თურქეთი  წვრთნებში ერთი სპეცდანიშნულების რაზმით, ერთი პროფესიონალი მსროლელით, ორი ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენით და ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავით იღებს მონაწილეობას. პრესისათვის დახურული წვრთნები 14 ივნისამდე გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები