ბულგარეთში არალეგალი მიგრანტების მიკროავტობუსი გადაბრუნდა

ბულგარეთში არალეგალი მიგრანტების მიკროავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარის გამო გადაბრუნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

745570
ბულგარეთში არალეგალი მიგრანტების მიკროავტობუსი გადაბრუნდა

ბულგარეთში არალეგალი მიგრანტების მიკროავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარის გამო გადაბრუნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა.

ავტოავარია ქალაქ ფაზარჯიქში მოხდა.

მართვის არმქონე 17 წლის მიკროავტობუსის მოზარდმა მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ავარია მოხდა და 17 მგზავრიდან 10 ადგილზევე დაიღუპა.

დაშავებული 7 არალეგალი, მათ შორის მძღოლიც, რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მიკროავტობუსის ყველა მგზავრი, რომელთაც პირადობის მოწმობა არ აღმოაჩნდათ, სავარაუდოდ, ავღანელია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.



მსგავსი ინფორმაციები