ამანმა სამთა მინი სამიტს უმასპინძლა
განიხილეს ახლო აღმოსავლეთის პრობლემი

იორდანიის, ეგვიპტის და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები ეიმენ ეს საფედი, სამიჰ შუქრი და საიბ ურეიქათი ახლო აღმოსავლეთის პრობლემის განხილვის მიზნით იორდანიის დედაქალაქ ამანში შეიკრიბნენ და მინი სამიტი გამართეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დიპლომატებმა ძირითადად ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესისადმი მხარდაჭერის გზები განიხილეს.
ამავე განცხადებით, ამანის მინი სამიტი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამ თვეში დაგეგმილი ახლო აღმოსავლური ვიზიტის წინ, ხსენებული ქვეყნების მონაწილეობით სამთა კოორდინაციის შექმნასაც ითვალისწინებდა.
“ამანის შეკრებაზე ისრაელის ციხეებში მოშიმშილე პალესტინელი პატიმრების და მათდამი სამართლებრივი და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხებიც იქნა განხილული“, ხაზგასმულია ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
მსგავსი ინფორმაციები

ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდული საწვავის გადამზიდავი გემი დააკავა
ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდული საწვავის გადამზიდავი გემი დააკავა