აშშ აგრძელებს ქურთი ტერორისტებისადმი სამხედრო დახმარების გაწევას

ამან კი კვლავ ანკარის აღშფოთება გამოიწვია

729174
აშშ აგრძელებს ქურთი ტერორისტებისადმი სამხედრო დახმარების გაწევას

ანკარის მხრიდან მრავალი გაფრთხილების მიუხედავად ვაშინგტონი აგრძელებს სამხედრო დახმარების გაწევას სირიაში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG-სადმი, რომელიც თურქეთში მოქმედი პკკ-ას სირიულ ფრთას წარმოადგენს და ამიტომ ანკარა მასაც ტერ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ამის ერთი მკაფიო მაგალითი გუშინაც მოხდა, როცა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა კანონ-პროექტი, რომელიც YPG-სადმი მძიმე სამხედრო ტექნიკის მიწოდებას ითვალისწინებს და ამით ტრამპმა პენტაგონს ქურთული ტერ ორგანიზაციის მილიტარიზაციის საკითხში სრული კომპეტენცია მისცა.

მაგრამ, ამ დადგენილებას მკაცრი უარყოფითი რეაქციით შეხვდა თურქეთი, რის გამოც ვაშინგტონმა ზედიზედ ახსნა-განმარტებები გაავრცელა.

პირველი ასეთი განცხადება  თეთრი სახლის პრეს წარმომადგენელმა შენ სპაისერმა გააკეთა და თქვა, რომ უსაფრთხოების რისკების საკითხში ანკარას სრული გარანტია მისცეს.

“ჩვენ გვესმის მოკავშირე და პარტნიორი თურქეთის შეშფოთების. თურქ ხალხს და მთავრობას გარანტიას ვაძლევთ, რომ დავიცავთ მათ ყოველგვარი უსაფრთხოების რისკებისგან და ამის ვალდებულებას ვიღებთ“, აღნიშნა სპაისერმა.

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ასევე პენტაგონმაც. აი ამ მოვლენების ფარგლებში ახლა ყველას ყურადღება 16 მაისისათვის, ე.ი. ტრამპის და ერდოღანის შეხვედრისადმი იქნა გადატანილი



მსგავსი ინფორმაციები