სირიაში დეესკალაციის ზონები შეიქმნება

ამის შესახებ შეთანხმებას ასტანაში გარანტიორმა ქვეყნებმა მიაღწიეს

726306
სირიაში დეესკალაციის ზონები შეიქმნება

გუშინ, ასტანაში მიმდინარე სირიის შეკრებაზე გარანტიორმა ქვეყნებმა, თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს დეესკალაციის ზონის შესახებ შეთანხმებას.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, დეესკალაციის ზონაში შედის იდლიბის მთლიანი ვილაიეთი, ლაზკიეს, ალეპოს, ჰამას, ჰუმუსის, აღმოსავლეთ გუტას, დერაას და კუნეიტრას ვილაიეთების ზოგიერთი რეგიონები.

ასტანაში მიღებული ამ შეთანხმების მიმართ კმაყოფილება გამოთქვა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში სტეფან დე მისტურამ.

ასტანის შეთანხმების საფუძველზე შედგენილი უსაფრთხოების ზონის საზღვრები და სხვა დეტალები 4 ივნისამდის სამი გარანტიორი ქვეყნის მხრიდან შექმნილ სამუშაო ჯგუფს წარედგინება რა, დეესკალაციის პერიოდი ჯერ თავიდან 6 თვიანი იქნება, შემდეგ კი ეს ვადა გაგრძელდება და ყველანაირი იარაღის გამოყენება აიკრძალება, ხოლო მის მაგივრად ამ ზონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველანაირი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებათ.

დეესკალაციის ზონების მართვა-უსაფრთხოებაზე გარანტიორ ქვეყნებს დაქვემდებარებული ფორმირებები იქნებიან პასუხისმგებლები



მსგავსი ინფორმაციები