ტერაქტი აზეზიში
დაიღუპა 5 კაცი
724864
სირიიდან მიღებული ცნობებით, ალეპოს ჩრდილოეთში მდებარე აზეზის დასახლებაში, რომელიც ესაზღვრება თურქეთს, ბომბით დატვირთული ავტომანქანით ტერაქტი განხორციელდა, რის შედეგადაც პირველადი ცნობებით 5 კაცი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა და მათ შორის მძიმედ მყოფები თურქეთის საავადმყოფოებში გადმოიყვანეს. აფეთქებამ დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა მერიის შენობას და იქვე მდებარე მეჩეთს