ეგეოსის ზღვაში სირიელი არალეგალების ნავი ჩაიძირა

დაიღუპა 5 კაცი

719293
ეგეოსის ზღვაში სირიელი არალეგალების ნავი ჩაიძირა

საბერძნეთის საინფორმაციო წყაროების ცნობით, ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ მიდილლის (ლესბოსი) მახლობლად ნავი ჩაიძირა, რომლითაც მიგრანტები საბერძნეთში გადასვლას აპირებდნენ და სულ ცოტა 5 კაცი დაიღუპა.

ამავე ცნობით ნავზე მყოფების უმრავლესობას სირიელები წარმოადგენდნენ. მართალია, თურქეთ-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი რეადმისიის შეთანხმების შემდეგ საგრძნობლად იკლო თურქეთიდან საბერძნეთში არალეგალურმა მიგრაციამ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად 60 კაცამდე არალეგალი ცდილობს გადასვლას რა, გასულ წელს მთლიანობაში 3629 მიგრანტი გადავიდა თურქეთიდან საბერძნეთში, როცა წინა წელს, ე.ი. შეთანხმების ხელმოწერამდე ეს ციფრი 173 ათასს შეადგენდა და  არალეგალების უმრავლესობას სირიელები წარმოადგენდნენ  



მსგავსი ინფორმაციები