აქტუალური თემის ანალიზი 14

ქიმიური იქნება თუ არ იქნება, სირია იღუპება

712930
აქტუალური თემის ანალიზი 14

პრეზიდენტის პრეს სპიკერის იბრაჰიმ ქალინის გაზეთ “DailySabah”-ში 11.04.2017 წელს გამოქვეყნებული სტატია

ქიმიური იქნება თუ არ იქნება, სირია იღუპება

აშშ-ს ექსპრეზიდენტმა ბარაქ ობამამ 2012 წლის 4 დეკემბერს ვაშინგტონში, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თქვა: ბეშარ ესადს და მის ქვეშევრდომებს პირდაპირ ვეუბნები, მსოფლიო თქვენ გადევნებთ თვალყურს. ეს იყო ობამას მხრიდან ესადისადმი მორიგი სავარაუდო გაფრთხილება ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხში. ამ გაფრთხილებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კონკრეტულად კი 2013 წლის 21 აგვისტოს, ესადის რეჟიმმა დამასკოს მახლობელ გუტას დასახლებაზე განახორციელა ქიმიური იარაღით თავდასხმა, რასაც სულ ცოტა 1500-მდე ადამიანი, მათ შორის ასობით ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ. მას შემდეგ ესადმა არა თუ შეამცირა თავისი ხალხის მკვლელობა, არამედ გაზარდა და თავის მოწინააღმდეგე მოსახლეობას არა მხოლოდ ჩვეულებრივი, არამედ ქიმიური იარაღითაც კლავს

დიახ, ყველაზე უკანასკნელი ქიმიური თავდასხმა ესადმა 4 აპრილს, სოფელ ჰან სეიჰუნზე განახორციელა და ამით კვლავ გააგრძელა თავისი ხალხის გენოციდი. გაერომ ამ დასახლებაში ნახევრად მიატოვა მუშაობა, რადგან, მას ნებართვა არ მისცეს არც დაღუპულთა დათვლისა და არც ჩვენებული რაოდენობის დამოწმებისა. სინამდვილეში აი რა მოხდა. გაერომ, მსოფლიოს ამ ყველაზე დიდმა და პრესტიჟულმა ორგანიზაციამ, ვერ შესძლო 21-ე საუკუნის ამ ერთ ერთი ყველაზე სისხლიანი ომის შეჩერება და ამ მხრივ უდიდესი წარუმატებლობა გამოაჩინა 

Amnesty International-ის მხრიდან 22.02.2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, სირიაში 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად 2016 წლის დასრულებამდის შეტაკებებში და ყველანაირი ძალადობების შედეგად 300 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ეს ციფრი სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან, მარტო ესადის რეჟიმისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან მოკლულთა რაოდენობა 600 ათასს აჭარბებს. ესადის რეჟიმს ქიმიური თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენება ვერ აუკრძალეს ვერც ჟენევის და ვერც ასტანის სამშვიდობო პროცესებზე. ამასობაში, სანამ მსოფლიო სირიაში მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ მოსეირის თვალით უყურებს და ზოგიერთები კი ვითომც ამ ქვეყანაში DAİŞ-ის წინააღმდეგ იბრძვიან, მანამდის რეჟიმის ძალები ხოცვა-ჟლეტის პოლიტიკას აგრძელებენ

ქიმიურ იარაღებს, ვაკუუმის ბომბს თუ ჩვეულებრივ იარაღს გამოქცეული მილიონობით ადამიანი ადგილნაცვალი გახდა, ხოლო მილიონობით ლტოლვილმა კი უცხოეთს მიაშურა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ანგარიშით, 2011-2016 წლებს შორის სირია დასტოვა დაახლოებით 5 მილიონამდე ადამიანმა, ხოლო თვით სირიის შიგნით ძალით დევნილთა რაოდენობამ 6,6 მილიონს მიაღწია, ათასობით ქალაი და ბავშვი დაიღუპა არა მხოლოდ თვით სირიაში, არამედ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებში. UNICEF-ის მიხედვით კი 2 მილიონამდე სირიელი ბავშვი ლტოლვილის მდგომარეობაშია, ხოლო 8 მილიონამდე კი შიმშილობას განიცდის

ჰან სეიჰუნის ქიმიური იარაღით თავდასხმაზე აშშ-ის რეაქცია სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო და ეს იყო არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ მოქმედებაში გამოხატული გაფრთხილება. კონვენციური იარაღით განხორციელებულ სასიკვდილო ქმედებების უდიდეს ბოროტებასა და ზრდად ჰუმანიტარულ კრიზისს თუ გადავხედავთ, აშშ-ის ეს რეაქცია არც ომის შეჩერებას ეყოფა და ვერც სირიის ხალხის დაცვას უზრუნველყოფს. ასადის რეჟიმის მიერ აშშ-ს საპასუხო რეაქციის შემდეგ განმეორებით ქიმიური იარაღის გამოყენების ვერ გაბედვა საკამათოდ სწორია, მაგრამ ქიმიურ იარაღზე ყურადღების კონცენტრირება სინამდვილეში ამ რეჟიმისთვის საიდუმლო სიკეთეა, რადგანაც რეჟიმი ამ ვითარებას ასე გაიგებს: კონვენციური იარაღით ჩადენილი ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გაგრძელება შეუძლია, რადგანაც დასავლელები მხოლოდ ქიმიური იარაღის გამოყენებისას მოდიან მოქმედებაში!

ამ უპრეცედენტო ჰუმანიტარულმა ვითარებამ პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროებში დიდი დანაკარგები გამოიწვია. ახლო წარსულში არც ერთ შეტაკებას სირიაში ამ ხარისხის არასტაბილურობა არ შეუქმნია. ვინც ფიქრობს, რომ სირიის კრიზისი სირიის შიგნით ან ახლო მეზობლებით შემოიფარგლება, ცდება. ეს რეგიონალური პოლიტიკის მომწამვლელი და გლობალური ძალთა ბალანსის ძირის გამომთხრელი ომია. ამასთანავე, იგი ახლო მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ყველაზე დიდი მარიონეტული ომია. არა სახელმწიფო მოთამაშეების მხრიდან ომის ბანდების ფეოდალური სამფლობელოების შექმნისათვის შესაძლებლობის მიცემით, ისედაც სუსტი და წარუმატებელი სახელმწიფოების კიდევ უფრო დასუსტების გამომწვევი ომია. იგი ერაყიდან ლიბანამდე და კიდევ უფრო შორს რელიგიურ დაძაბულობებს აღრმავებს, გლობალური მასშტაბებით მიგრანტთა კრიზისს აღვივებს და საპასუხოდ ევროპაში ქსენოფობიური და რასისტული ტალღის ამაღლებას იწვევს. ალ ქაიდას და დაიშის მსგავსი ძალადობით სავსე რადიკალური ქმედებების ჩამდენი ტერორისტებისთვის გაზრდისა და გაძლიერების ტერიტორიად რჩება. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ სირიაში დაიშის მსგავსი რამ არ არსებობდა. სირიის ომმა და ერაყის  მუდმივმა არასტაბილურობამ  დაიში იმ მხეცად აქცია, რაც დღესაა

უფრო მეტიც, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, მსოფლიო სისტემაში ადამიანის ღირსების შემლახველი და უფლებების დამრღვევია. იქ მიმდინარე მოვლენების შემხედვარე დემოკრატიის, თავისუფლების, უმრავლესობის სირიელი ხალხის თუ ახლო აღმოსავლეთის,  ანდა ისლამური სამყაროს უფლებების დარღვევას ნათლად დაინახავს.  ობამას მმართველობის პერიოდში ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა PYD-ს მიმართ გაწეულმა დახმარებამ ნატოს წევრ ორ ქვეყნას, აშშ-ს და თურქეთის ურთიერთობის დაძაბვას შეუწყო ხელი. ასევე  შეიძლება ითქვას, რომ სირიის სამოქალაქო ომმა რეგიონული და გეოპოლიტიკური პრობლემების წარმოქმნასაც შეუწყო ხელი.

დღევანდელი გადასახედიდან თუ დავაკვირდებით, სირიის საკითხი არც თუ ისე იოლად მოსაგვარებელი პრობლემაა. აშშ-ს მხრიდან რეჟიმის კონტროლს ქვეშ მყოფი ერთ-ერთი აეროპორტის დაბომბვის შემდეგ, ასადის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამ პოზიციას სამომავლოდაც გააგრძელებენ. ასევე არავინ უნდა ელოდოს ასადისგან ის, რაც გასულ კვირას ერაყში მოხდა.  ზეწოლის შედეგად ერაყელ შიიტთა ლიდერი მუქდედა ეს-სადრი გადადგა.   ასადის ვარაუდის მიხედვით იგი ბრძოლას არა მხოლოდ რუსეთის, ირანის და ჰეზბულას მხარდაჭერით იგებს, არამედ მის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის გამო, რადგან იგი მტკიცე გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

თურქეთის მხრიდან სირიაში ბუფერული ზონის ჩამოყალიბების წინადადება რომ გათვალისწინებულიყო, ამდენი უდანაშაულო ადამიანი ქიმიური და სხვა იარაღებით არ მოკვდებოდა. თურქეთს ამჟამად სამ მილიონამდე სირიელი მიგრანტი   აფარებს თავს, ხოლო ამის პარალელურად თვით სირიაში კი 10 ათასობით ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. 

უეჭველია, რომ დეაშის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია და მათი განადგურებაა საჭირო. მეორეს მხრივ, სირიის ომის  მთავარი მხეცი, ასადის რეჟიმი, ამ მოვლენებზე თვალის დამხუჭავია, რაც პოლიტიკური სკანდალია. როგორც მოგეხსენებათ, 10 აპრილს იტალიაში დიდი შვიდიანის სამიტი გაიმართა, სადაც რუსეთზე სირიის მიმართ მხარდაჭერის შეწყვეტაზე ზეწოლის განხორციელების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მოკლედ, სირია, "სანამ მსოფლიო იქ მიმდინარე მოვლენებს აკვირდება", კვდება. ალ-ასადის რეჟიმის მხრიდან ქიმიური თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, მხოლოდ  სირიის ქალები და ბავშვები კი არა, არამედ მთელი კაცობრიობა კვდება


 



მსგავსი ინფორმაციები