ერაყის ძალების ოპერაცია მუსულის დასავლეთში

ერაყის უსაფრთხოების ძალების ოპერაციებში დაინგრა ათასზე მეტი სახლი

712474
ერაყის ძალების ოპერაცია მუსულის დასავლეთში

გაეროს ცნობით, ერაყის უსაფრთხოების ძალების, მუსულის დასავლეთის ოპერაციებში დაინგრა ათასზე მეტი სახლი.

 გაეროს გენერალური სამდივნოს განცხადებით, ერაყის ძალების, მუსულის დასავლეთ რეგიონის დეაშისგან განწმენდის მიზნით წარმართული ოპერაციის დროს წარმოქმნილი ნგრევები, ქალაქის აღმოსავლეთის ნგრევებზე უფრო დიდია.

გაეროს, ერაყის ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინატორის ლიზე გრანდეს განცხადებით, მუსულის დასავლეთის ოპერაციებში დაინგრა ათასზე მეტი სახლი, 300 ათასი ადამიანი იძულებული გახდა მიატოვოს სახლ-კარი, ათასზე მეტი კვლავ იძულებული შეიქმნება მიატოვოს რეგიონი.  

დიდი დაზარალება განიცადეს სახლებმა, სკოლებმა, ჯანდაცვის ცენტრებმა, ელექტრო ენერგიის და წყლის ინფრასტრუქტურამ. გრანდემ, მხარეებს შეახსენა, საერთაშორისო სამართალის ფარგლებში, სამოქალაქოების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის ვალდებულება.



მსგავსი ინფორმაციები