ისრაელის არმიამ ოპერაცია განახორციელა დასავლეთ იორდანიაში

დაკავებულია 24 პალესტინელი

707152
ისრაელის არმიამ ოპერაცია განახორციელა დასავლეთ იორდანიაში

ისრაელის არმიის პრეს სამსახურის ცნობით, ამ ქვეყნის ჯარებმა სპეცოპერაცია განახორციელეს მათივე მხრიდან ოკუპირებულ დასავლეთ იორდანიის ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში, ზენნაბეს, ფერუნის, აქაბას, ტელლის, უმ შერაითის, ნურ შემსის და სილვადის დასახლებებში და მთლიანობაში 24 პალესტინელი დააკავეს, მათ შორის 5 ჰამასის წევრი.

დაკავებულებს ბრალი ედებათ სოციალური ტერაქტების განხორციელებაში.

ისრაელის არმია ასეთ ოპერაციებს დასავლეთ იორდანიასა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ხშირად აწყობს და სხვადასხვა მოგონილი მიზეზებით პალესტინელებს აკავებს



მსგავსი ინფორმაციები